ნაჩოს მომავალი ზაფხულში გადაწყდება
მადრიდის „რეალი“ არ განიხილავს არცერთ წინადადებას, რომელიც ნაჩო ფერნანდესთან დაკავშირებით ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე იქნება წამოჭრილი.
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნაჩეტეს მომავალი 2021 წლის ზაფხულში გაირკვევა, როდესაც მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელს 1 წელი დარჩება.
ესპანელი მოთამაშე არსებული ხელშეკრულების მიხედვით, „ბლანკოსში“ 2022 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს. ამ დროს მცველი უკვე 32 წლის იქნება.
სულ რაღაც 6-7 თვეში ესპანელი მცველის მომავალი გაირკვევა, ის კლუბს ან დატოვებს, ანაც 1 წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს და მადრიდის „რეალს“ ბედს 2023 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს.
ფერნანდესზე პრეტენზიას აცხადებს „ბენფიკა“, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის. გარდა ამისა, ნაჩოს დამატება გასულ ზაფხულს „მილანსაც“ სურდა.
- 7 დეკემბერი 2020
- 598
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.