"ადიდასმა" რაული "აითვალწუნა"
As.Com-ის დათვალიერების დროს, საკმაოდ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რამაც ძალზედ გამაოცა.
მაშასადამე, რაში მდგომარეობს საქმე, კომპანია "ადიდასმა" რამდენიმე დღის წინ სარეკლამო ვიდეო გააკეთა, სადაც მონაწილეობას იღებენ სამეფო კლუბის ძველი თუ ახალი მოთამაშეები."ვიდეო როლიკში" ისეთ ლეგენდებს შეხვდებით, როგორებიც არიან ხენტო, დი სტეფანო, ბუტრაგენიო, პუშკაში, კამაჩო, ზიდანი და ა.შ.სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, სარეკლამო რგოლში ვერ მოხვდა კლუბის ცოცხალი ლეგენდა, რაულ გონსალესი."ას"-ის ჟურნალისტი, ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ რეკლამის შემქმნელებს "7" ნომერი უკვე "ბლანკოსიდან" გადაბარგებული ეგონათ, თუმცაღა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიდეოში ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებმაც კარგა ხნის წინ ჩამოკიდეს ბუცები ლუსმანზე.
გერმანული ბრენდის მიერ, "ელ კაპიტანოს" ათვალწუნების კიდევ ერთი ფაქტი იქედან ჩანს, რომ რაული ახალი საფეხბურთო მაისურების პრეზენტაციაზე არ მიიწვიეს (პეპეს, ალონსო, კაკასა და რონალდუს გვერდით, გონსალესი არ კურირებდა).
დააკლიკეთ შემდეგ ლინკს და იხილეთ "ადიდასის" ვიდეო რგოლი!
- 2 ივნისი 2010
- 2 360
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.