Daily Mirror - ბრუნო ფერნანდეშით „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ბრუნო ფერნანდეშზე პრეტენზიის გამოცხადებას „რეალი“ და „ბარსელონა“ აპირებენ.
ბრუნო „რეალის“ ორბიტაზე იქამდეც იყო, სანამ პორტუგალიელი მოთამაშე „მანჩესტერში“ გადავიდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.
უნდა აღინიშნოს, რომ სულშერის გუნდში ჩატარებულ 37 დაპირისპირებაში ბრუნომ უკვე 22 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, „იუნაიტედი“ „ბარსელონასგან“ და „რეალისგან“ საფრთხეს გრძნობს და აპირებს, რომ ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს.
ამ ეტაპზე ბრუნოს შემოსავალი კვირაში 100 000 ევრო გახლავთ, ხელშეკრულების განახლების შემთხვევაში კი მისი შემოსავალი გაორმაგდება და კვირაში 200 000 ევროს მიაღწევს.
„ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, კანდიდატებს საკუთარი პროგრამები აქვთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიაში ფერნანდეშთან დაკავშირებით სიმპატიები ყველა მხარეს არსებობს.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ფერნანდეში „იუნაიტედში“ 2025 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა ფაქტია, რომ რისკები უკვე არსებობს. მისი ფასი დღევანდელ დღეს უკვე 80 მილიონ ევროს აღწევს.
მხოლოდ მიმდინარე სეზონში ბრუნომ 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ის სულშერის გუნდის ჩატარებული მატჩების 90%-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. უფრო დეტალურად კი ჩემპიონთა ლიგაზე 349 წუთი გაატარა მოედანზე, პრემიერლიგაში 794, ხოლო EFL Cup-ზე 15 წუთი ირჯებოდა მწვანე მინდორზე. საერთო ჯამში პორტუგლაიელის ანგარიშზე 1155 წუთია.
- 7 დეკემბერი 2020
- 928
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.