„რეალი“ მარსელოს შემცვლელად კალაფიორის განიხილავს
მარსელო ვიეირას მადრიდული მომავალი დიდხანს აღარ გასტანს. ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით „ბლანკოსს“ 2021 წლის ზაფხულში დაემშვიდობება. ვიცე-კაპიტანის რეგრესი აშკარაა და ზიდანმაც სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მარსელოს უშუალო კონკურენტი, ფერლან მენდი აქცია.
იტალიური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა მარსელოს შემცვლელი „რომაში“ იპოვა.
La Gazzetta Dello Sport-ზე დაყრდნობით, Defensacentral იუწყება, რომ „ბლანკოსის“ ახალი სიმპატია რიკარდო კალაფიორი გახლავთ, რომელიც 18 წლის არის.
კალაფიორი „რომას“ აღზრდილია და ამ ეტაპზე რომაელთ 19 წლამდელთა გუნდში თამაშობს. რიკარდოსა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მისი ფასი კი ამ ეტპაზე დაახლოებით 3 მილიონი ევროა.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 2002 წელს დაბადებული მარცხენა მცველის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელსაც სამეფო კლუბის პრეზიდენტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებს.
- 7 დეკემბერი 2020
- 1 131
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.