„„რეალმა“ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ზამთრის პირველი ტრანსფერი ფაქტობრივად შეათანხმა.
საქმე ეხება უნგრელ შობაშლაის, რომელიც უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის პოზიციას იზიარებს და თვლის, რომ შობაშლაის დამატებით „რეალის“ რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
გამომდინარე იქედან, რომ უნგრელი მოთამაშის გამოსასყიდი ფასი ნამდვილად ხელმისაწვდომია, „ბლანკოსს“ მისი ტრანსფერის გაჩარხვა არ გაუჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ახალგაზრდა მოთამაშე 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი გახდება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 6 დეკემბერი 2020
- 7 104
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.