მანჩესტერ „იუნაიტედმა“ ლუკას ვასკესისთვის 15 მილიონი გამოყო
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ 15 მილიონ ევროზე თანხმობას განაცხადებს, მანჩესტერ „იუნაიტედი“ მზად არის ესპანელი წინახაზელი დაიმატოს.
ოლე გუნარ სულშერი ვასკესში უნივერსალურ ფეხბურთელს ხედავს, თუმცა ძირითადად ვან ბისაკას შემცვლელად მიიჩნევს.
6 თვეში ლუკასს სამეფო კლუბთან კონტრაქტი ეწურება, რაც მის ფასს კიდევ უფრო ამცირებს.
მანჩესტერელები მზად არიან, ვასკესი 15 მილიონ ევროდ 2021 წლის იანვარში დაიმატონ და ფეხბურთელს 3 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ლუკასმა შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 6 დეკემბერი 2020
- 719
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.