დასვენების დრო არ არის, „რეალმა“ „გლადბახისთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „სევილიაში“ საკმაოდ დამღლელი ვიზიტის მიუხედავად, არ დაისვენეს და „გლადბახთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას შეუდგნენ.
დღევანდელი სესია სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვითა და პროტოკოლის ყველა ნორმის გათვალისწინებით წარიმართა.
ზიდანმა გახურების შემდეგ ფეხბურთელებს მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე, გრძელ გადაცემებზე, კარში დარტყმებსა და ტაქტიკურ მონახაზებზე გაამახვილებინა ყურადღება.
სერხიო რამოსი 100%-ით მზად არის, კაპიტანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.
დანი კარვახალი სესიის გარკვეული ნაწილი გუნდთან ერთად იყო, ხოლო მეორე ნახევარი ინდივიდუალური დავალებების შესრულებით დაკავდა.
მარიანო და აზარი აღდგენით პროცესს სატრენაჟორო დარბაზში განაგრძობდნენ, ვალვერდე კი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს.
- 6 დეკემბერი 2020
- 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.