მანოლო ლამა:„ზიდანმა გათავისუფლება გადაავადა, მაგრამ ყველაფერი წინ არის“
მანოლო ლამას განცხადებით, ზიდანის გუნდმა „სევილიასთან“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი წინ არის...
„ზიდანის გუნდმა იმდროინდელი „რეალი“ გაგვახსენა, რომელიც ვირუსის პირველი ტალღის გავრცელების შემდეგ დაბრუნდა მოედანზე და პრაგმატული ფეხბურთით ჩემპიონი გახდა.“
„„სევილიასთან“ ვიხილეთ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული სამეფო კლუბი, რომელმაც 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნდა.“
„ეს ყველაფერი არ არის, ზიზუმ ამ მატჩით გათავისუფლება გადაავადა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოგებას, ხოლო შემდეგ „ატლეტიკოსთან“ დერბის.“
„თუ „რეალი“ გერმანულ ბარიერსაც გადალახავს და „ატლეტიკოსაც“ დაამარცხებს, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.“
- 6 დეკემბერი 2020
- 986
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.