„სევილიას“ „რეალთან“ 63%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა
ზინედინ ზიდანის სქემა „სევილიასთან“ ნამდვილად განსხვავებული იყო. ფრანგ სპეციალისტს ბურთის ფლობა ყოველთვის უყვარს, მაგრამ ანდალუსიაში სულ სხვა „რეალი“ ვიხილეთ.
ლოპეტეგის გუნდს 63%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჰქონდა, „რეალი“ კი ძირითადად კონტრ-შეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას.
ფაქტია, რომ ზიზუმ გუნდმა მეორე ნომრად თამაში არჩია, მაგრამ ამ სქემამ შედეგი გამოიღო და სამეფო კლუბმს 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ასევე მნიშვნელოვანი სტატისტიკა დაფიქსირდა პასების კომპონენტშიც. „სევილიამ“ ჯამში 628 გადაცემა გააკეთა, „რეალმა“ კი 367.
- 5 დეკემბერი 2020
- 1 688
- 33