ვინისიუსი:„ეს გოლი ჩემი იყო და მე უნდა ჩამეთვალოს“
ვინისიუს ჟუნიორმა „სევილიასთან“ საკმაოდ ეფექტურად ითამაშა. ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ეს გოლი ჩემი იყო.“
„არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი, მაგრამ ბურთი კარის მიმართულებით გადავგზავნე და მეკარის მოქმედებები ბუნებრივი გახლდათ.“
„ვიცოდით, რომ გამარჯვენა მარტივი არ იქნებოდა. მეორე ტაიმში სამოქმედო გეგმა შედარებით შეიცვალა და კონტრ-შეტევებზე ავაგეთ თამაში. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ სამეფო კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თანაც საქმე ურთულეს მეტოქესთან გვქონდა.“
„მადრიდში თამაშს ყოველთვის მოაქვს ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს კიდეც, ვინაიდან უფრო მოტივირებულები ვართ.“
„ზინედინ ზიდანს ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს, ის ყოველთვის სიმშვიდისკენ და მუშაობის გაორმაგებისკენ მოგვიწოდებს.“
- 5 დეკემბერი 2020
- 991
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.