ზიდანი:„„რეალმა“ დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში“
ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ბედნიერი ვარ ბიჭების გამოსვლით. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვება დამსახურებულია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესი შედეგების ჩვენება შეგვეძლო, მეორე ნახევარში კი შედარებით მოვიკოჭლებდით, ხოლო ლოპეტეგის გუნდი წონასწორობის აღდგენას ცდილობდა.“
„„სევილია“ არის საკმაოდ გამოცდილი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.“
„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კარგი მუხტი მივიღეთ, თუმცა „გლადბახთან“ შეხვედრაში ყველაფერი ნულიდან იწყება. ზოგიერთ მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცი და ცვლილებებიც არ იყო. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურისთვის.“
„როდესაც 3 დღეში ერთხელ გიწევს თამაშის ჩატარება, ჩავარდნებიც ხდება ხოლმე. სიტუაცია არაერთხელ დაგვისტაბილურებია და ახლაც ასე ვაპირებ. ამ სეზონში ძლიერ გუნდებთან „რეალი“ საკმაოდ სოლიდურ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ 2-ჯერ მოვუგეთ „ინტერს“, ასევე „ბარსელონას“, „სევილიას“ და სხვებს. ფაქტია, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია.“
„დღეს ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად ფიქრი გვმართებს. დიახ, რამდენიმე დღის წინ დიდი კრიტიკა დაგვატყდა თავს, მაგრამ ახლა გავიმარჯვეთ და ყველა გაჩუმებულია. უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდ გარემოში ვიმუშავოთ და საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიოთ.“
„თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე ვაკონტროლებდით. მართალია შედეგიანი ასპარეზობა არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ ამ ეტაპზე 0-1 სავსებით საკმარისი შედეგი იყო, ჩვენ აქტივში 3 ქული ჩავიწერეთ და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ.“
„თუ „რეალის“ რომელიმე ფეხბურთელს ჩემი მადრიდიდან წასვლა სურს, მე მათ აზრს პატივს ვცემ, თუმცა არ ვიზიარებ.“
- 5 დეკემბერი 2020
- 9 463
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.