„რეალი“ რაიან ჩერკის არ ივიწყებს
ახალგაზრდა რაიან ჩერკი, რომელიც ზინედინ ზიდანის ფავორიტია, პროგრესირებას განაგრძობს. ფრანგ მოთამაშეს საფრანგეთში ახალ მბაპეს უწოდებენ.
„რეალი“ რაიანის დამატებით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ინტერესდებოდა, თუმცა მისი ასაკი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ტრანსფერი დროულად განხორციელებულიყო.
ჩერკი ამჟამად 17 წლის არის და 18 წელი 2021 წლის 17 აგვისტოს უსრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზიდანი სამეფო კლუბის სათავეში დარჩება, ჩერკი „მერენგების“ ერთ-ერთი შენაძენი გახდება.
„ლიონის“ ფეხბურთელის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა, თუმცა მისი პერსპექტივიდან გამომდინარე, ფასი შესაძლოა გაიზარდოს.
- 5 დეკემბერი 2020
- 802
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.