პერესის არჩევიდან 1 წელი გავიდა

აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთი წელი გავიდა (2009 წლის 1 ივნიის ჩაიაბარა კლუბის სადავეები).

გამოცემა "ას"-ის რედაქტორმა, ტომას რონსერომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი ფორმულა - ლამაზ თამაში და გამარჯვებაა" - ამ დაპირებით მოვიდა დონ პერესი სამეფო კლუბში.დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მან თავბრუდამსხვევი ტრანსფერების კორიანტელი დააყენა.ჯერ იყო კაკა, შემდეგ რონალდუ, ბოლოს კი ბენზემა.მსოფლიო ფეხბურთის ყურადღებას "ბარსელონას" ტრიპლეტისკენ იყო მიპყრობილი, თუმცაღა ფლორენტინოს ქმედებებმა ჩრდილში მოაქცია კატალონიელთა მიღწევები."

"სამწუხაროდ, სეზონის დაწყების შემდეგ პრინცესა "მადრიდი" კონკიად გადაიქცა.მანუელ პელეგრინიმ დასახულ მიზნებს ხორცი ვერ შეასხა, კაკამ ნამდვილი ფიასკო განიცადა, ხოლო ქარიმი კი თანამემამულე ანელკას დაემსგავსა, რომელიც გამუდმებით "სირაქლემას" პოზიციაში იმყოფებოდა."

"აი, გაპრეზიდენტებიდან 1 წლის თავზე, პერესმა კვლავ განიზრახა კლუბში ახალი პროექტის დაწყება, რომელსაც შემდეგი სეზონიდან ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს.იმედი ვიქონიოთ, რომ 2011 წლის პირველს ივნისს, მადრიდის "რეალი" "სიბელესზე" შეხვდება."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (221)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)