ზიდანი:„უკვე ზუსტად ვიცი, რა შემთხვევაში დავტოვებ მწვრთნელის პოსტს“
ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. რთული სიტუაცია არაერთხელ გვქონია, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციის მნიშვნელოვნად გამოსწორებას ვახერხებდით. ზუსტად ვიცი, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“
„როგორც ყოველთვის, ახლაც რთულ მატჩს ველოდები, ვინაიდან მეტოქე „სევილიაა“, რომელიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს, როგორც ესპანეთში, ასევე მთელ ევროპაში.“
„ტრავმირებულები მოთამაშეების ფონზე, შანსს სხვებიც მიიღებენ. როტაცია გარდაუვალია, ვინაიდან მჭიდრო კალენდარი გვაქვს.“
„ეფექტური უნდა იყო, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშის დროს. ფაქტია, რომ დაცვაში ყველაფერი რიგზე ვერ გვქონდა, მაგრამ ამ საკითხზე ბევრს ვმუშაობ. დიახ, მომენტების რეალიზაციის კუთხითაც იყო პრობლემები, ჩვენ ბევრი შეტევა განვახორციელეთ წინა მატჩებში, მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად რადიკალურად შეცვლილ სიტუაციას ვიღებდით.“
„ნამდვილად ვაპირებთ წინსვლას და გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგირდები ღიად მიჭერენ მხარს, მათი პატივისცემა ჩემდამი უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს და ამისთვის მადლობა თითოეულს. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით ყველაფერს შევძლებთ.“
„ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ახლა არ ვფიქრობთ, ვინაიდან მთავარი მიზანი „სევილიას“ დამარცხება იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ ლა ლიგზე ვკონცენტრირდებით, ზეგიდან კი „გლადბახთან“ ჩასატარებელ დაპირისპირებაზე გადავერთვებით.“
„სერხიო რამოსი „სანჩეს პისხუანზე“ არ ითამაშებს. სამედიცინო ჯგუფთან კონსულტაციებს ამ დრომდე გავდივარ. რისკი არ ღირს. არ მსურს, რომ 1 თამაშში მოთამაშე გავწირო და შემდეგ კვლავ ტრავმა ჰქონდეს სამკურნალო.“
„კლუბის მხარდაჭერას ვგრძნობ და ამისთვის ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდ გარემოში მუშაობა შემეძლოს. ჩემი მიზანი ამ კლუბისთვის ბრძოლაა და ბოლო დღემდე ამას ვაპირებ. ზუსტად ვიცი, რა შემთხვევაში დავტოვებ მადრიდს, ამიტომ სხვა სპეკულაციებზე აყოლას არ ვაპირებ.“
„გადამწყვეტ შეხვედრებზე არ ვფიქრობ. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი „სევილიასთან“ 3 ქულის მოპოვებაა და სხვა არაფერი.“
„ზუსტად ვიცით სად ვართ და რა გვსურს. ბრძოლა გრძელდება, თანაც ბოლომდე. მჯერა საკუთარი ფეხბურთელების.“
- 4 დეკემბერი 2020
- 4 374
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.