„რეალმა“ ზიდანის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ფლორენტინო პერესი დღეს საღამოს დირექტორთა საბჭოს შეხვდა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტისა და სამომავლო გეგმების განხილვა მიმდინარეობდა.
რა თქმა უნდა, საუბარი შედგა ზინედინ ზიდანთან დაკავშირებითაც. როგორც სჩანს, ფრანგ სპეციალისტს დირექტორთა საბჭოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
მადრიდში თვლიან, რომ ზიზუ შანსს კიდევ იმსახურებს და სწორედ ამიტომ მშვიდად მუშაობის და სიტუაციის გამოსწორების საშუალება უნდა მიეცეს.
ერთადერთი რამ, რაც ფრანგ ლეგენდას ვერ უშველის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა იქნება.
ზიდანის მომავალს ასევე არ გადაწყვეტს „სანჩეს პისხუანზე“ გასამართი დაპირისპირება, რომელიც 5 დეკემბრით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება მადრიდულ დერბისაც, რომელიც 12 დეკემბერს შედგება.
მთავარია „რეალი“ ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეს, დანარჩენს კი მიმდინარე თვის ურთულესი კალენდარი აჩვენებს, რომელიც „ბლანკოსს“ ლა ლიგაში აქვს.
- 2 დეკემბერი 2020
- 11 081
- 37
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.