ალვარო ბენიტო:„ზიდანი „რეალის“ ფერგიუსონი უნდა გახდეს“
ალვარო ბენიტომ ზინედინ ზიდანის შესაძლებლობები შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალის“ პრობლემები მხოლოდ მთავარ მწვრთნელში არ არის და ფეხბურთელები გონს უნდა მოეგონ.
„ჩემი ფიქრები ძალიან შორს არის იმ აზრისგან, რომ ზინედინ ზიდანის სამეფო კლუბიდან გაშვება ოპტიმალური გამოსავალია. მე ვთვლი, რომ ფრანგი ლეგენდა „რეალის“ ფერგიუსონი უნდა გახდეს და მას ამის პოტენციალი აქვს.“
„დიახ, მწვრთნელი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ „რეალის“ ფეხბურთელები პირად დონეზე ნამდვილად ვერ აჩვენებენ საუკეთესო ფეხბურთს და ეს არ არის ზიდანის ბრალი.“
„ფრანგმა ყველას გვაჩვენს, რა შესაძლებლობებში აქვს და რა ფეხბურთს თამაშობდა მის გუნდში „რეალი“. დიახ, ჩავარდნა ყველა კლუბშია და ვთვლი, რომ შექმნილმა კრიზისმა სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა პრობლემების დაძლევის მოტივაცია უნდა აუმაღლოს.“
„მსოფლიოში ვერ ვხედავ მწვრთნელს, რომელიც „რეალისთვის“ ზიდანზე ძვირფასი იქნება. უნდა შევიცვალოთ ხედვა და ყველაფერი სწორად გავაანალიზოთ.“
- 2 დეკემბერი 2020
- 1 469
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.