ლა ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო გუნდში ვერცერთი მადრიდელი ვერ მოხვდა
ნოემბერი მადრიდის „რეალისთვის“ არც ისე წარმატებული თვე იყო. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „ინტერთან“ და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, თუმცა ლა ლიგაში სიტუაცია კატასტროფული იყო.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო თერთმეტეულში „რეალის“ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
საუკეთესო შემადგენლობა ასეთია - ობლაკი (ატლეტიკო), კორეა (ეიბარი), ბურგოსი (ეიბარი), კუნდე (სევილია), იური (ბილბაო), ოკამპოსი (სევილია), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), დავიდ სილვა (სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).
- 1 დეკემბერი 2020
- 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.