The Sun - „რეალის“ მთავარი კონკურენტი ტორესთან მიმართებაში „მანჩესტერი“ იქნება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პაუ ტორესი დაამატოს. მეტიც, ოლე გუნარ სულშერი მზად არის, „ვილიარეალს“ ერიკ ბაილიც დაუთმოს...
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესს პაუსთან დაკავშირებით სერიოზული აქტიურობა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალის“ მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება გაცილებით მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, კონტრაქტი სხვა დეტალებს რომ ითვალისწინებდეს.
„იუნაიტედში“ თვლიან, რომ 50 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა, ბაილის დათმობის შემთხვევაში კი პაუს სანაცვლოდ მინიმალური თანხის გაღება მოუწევთ.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს ტორესი სერხიო რამოსის რეალურ შემცვლელად მიაჩნია, აქედან გამომდინარე, ზაფხულამდე დაცდა არ ღირს და სულ არ იქნება გამორიცხული, თუ უნაი ემერის შეგირდი 2021 წლის პირველივე თვეს მადრიდისტა გახდება.
- 1 დეკემბერი 2020
- 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.