საქმე სერიოზულადაა - „რეალმა“ სერხიო რამოსის შემცვლელი დაასახელა!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულად არის და „რეალმა“ სერხიო რამოსის რეალურ შემცვლელს მიაგნო...
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „ვილიარეალის“ დაცვის ლიდერს, პაუ ტორესს ეხება, რომელიც მიმდინარე სეზონში „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ რიგებში შეუცვლელად თამაშობს და საკმაოდ ეფექტურიც გახლავთ.
1997 წელს დაბადებული ფეხბურთელი „ვილიარეალს“ 2018 წელს შეუერთდა, მოქმედი კონტრაქტი მის „ყვითლებში“ დარჩენას 2024 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.
პაუ ტორესის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა მოედანზე 1 080 წუთი დაჰყო და 1 გოლის გატანა შეძლო.
პაუ 2021 წლის 16 იანვარს 24 წლის გახდება. ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მასში ყველაფერია იმისათვის, რომ „ბლანკოსის“ დაცვის ლიდერის ფუნქცია მოირგოს.
რას ფიქრობთ? გაამართლებს ეს ტრანსფერი??
- 1 დეკემბერი 2020
- 6 591
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.