„რეალის“ ახალი სატრანსფერო სამიზნე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელია
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ თვალი 23 წლის „ტოტენჰემელ“ ნახევარმცველს, სტივენ ჩარლს ბერგუაინს დაადგა, რომელიც პრემიერლიგაში შესანიშნავად გამოდის...
ნახევარმცველი ჰოლანდიის მოქალაქეა და ნათამაშები აქვს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც. სტივენი „პსვ“-ს ღირსებას წლების მანძილზე იცავდა, ახლა კი ძალების პრემიერლიგაში მოსინჯვა გადაწყვიტა. ნახევარმცველს „ტოტენჰემთან“ მიმდინარე კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება, რაც მისი დამატების შესაძლებლობებს ამცირებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რა თანხას შესთავაზებს ფლორენტინო პერესი ლონდონურ მხარს. „ტოტენჰემმა“ მოთამაშე გასულ ზაფხულს 35 მილიონ ევროს შეიძინა.
23 წლის მოთამაშეს მთავარი პლუსი ის არის, რომ მას ასევე შეუძლია ვინგერად და საჭიროების შემთხვევაში მეორე თავდამსმელად თამაშშიც.
მიმდინარე სეზონში სტივენმა მოედანზე 686 მატჩი ჩაატარა, ის გამოდიოდა როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჯგუფურ ეტაპზე, ასევე აღსანიშნავია, რომ მან 76 წუთი დაჰყო მოედანზე EFL CUP-ის ეგიდით გამართულ პაექრობაშიც.
- 1 დეკემბერი 2020
- 1 143
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.