ნაჩო:„მე არ ვარ სერხიო რამოსი, მაგრამ „რეალი“ ძალიან მიყვარს“
ნაჩო ფერნანდესმა „შახტართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ დონეს, რომლის წყალობითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავდიოდით და გამარჯვებას ვაღწევდით.“
„ამ სტადიონზე მშვენიერი მოგონებები მაქვს. ძალიან მსურს, რომ ვითარება შევცვალოთ და ბევრი მატჩი მოვიგოთ, რაც პირდაპირ აისახება სატურნირო მდგომარეობაზე.“
„დიახ, ჩვენ პირველივე წუთებიდან შევეცდებით, რომ დავწინაურდეთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ უკრაინელებს ძალიან დინამიური და სწრაფი გუნდი ჰყავთ, რომელიც კონტრ-შეტევაზე საკმაოდ აგრესიული და შედეგიანია.“
„აზარი ძალიან გვჭირდება. ვიმედოვნებ, ბელგიელი მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენს კოლექტივს დაუბრუნდება. სამწუხაროდ, ედენს არ უმართლებს.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალისთვის“ საჭირო ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა, სერხიო რამოსის დონეზე არ ვთამაშობ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყოს. ზინედინისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს და ნებისმიერ წუთს მზად ვარ გუნდის შემადგენლობაში მოსახვედრად.“
„ეჭვი არ მეპარება, რომ სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს, ის ჩვენთვის ძვირფასი ფეხბურთელია.“
„„ალავესის“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაპირისპირება ჩავატარეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც ეს „სან სიროზე“, ადგილობრივი „ინტერის“ წინააღმდეგ გავაკეთეთ. გუნდს შეუძლია მომატება და პროგრესის ჩვენება.“
„ტიტულების მოპოვების გზა ყოველთვის ძალიან რთულია. ვფიქრობ, დაცვაში მეტი ყურადღებით და სიზუსტით თამაში გვმართებს, ამიტომ სულ სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ დონეცკელთა წინააღმდეგ.“
„„რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ და აქედან წასვლა ჩემს გეგმებში არ შედის. ბავშვობიდან მადრიდისტა ვარ, ამ კლუბს მთელი ცხოვრება დავუკავშირე და ვერასდროს დავივიწყებ იმ საოცარ წუთებს, რომელიც აქ მქონდა. არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია. იცვლებოდა ტაქტიკა, სტილი, ფილოსოფია და ასე შემდეგ, მაგრამ „რეალი“ ყოველთვის იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.“
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ სეზონში 50 მატჩი ჩავატარო, თუმცა როდესაც მოედანზე 20-ჯერ და 30-ჯერ ვჩანვარ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ნამდვილად არ მეუფლება.“
- 30 ნოემბერი 2020
- 1 158
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.