ზიდანი:„გვაცადეთ ნორმალური მუშაობა“
ზინედინ ზიდანმა „შახტართან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
„ხვალ კიდევ ერთი ფინალი გვაქვს. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც „რეალის“ მიზანი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს. ტრავმების პრობლემამ დაღი დაგვასვა, მაგრამ საბრძოლველად მზად ვართ.“
„ლუნინი კარგი ბიჭია, ის გუნდის დინამიკაში ზის და შანსს უნდა დაელოდოს. უკრაინელს დიდი მომავალი აქვს.“
„მარკოს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მან თითქმის 1 წელი გამოტოვა, ამიტომ ყოველგვარი კრიტიკა და უარყოფითი საუბარი უნდა შეწყდეს, ის ნამდვილად იმსახურებს ნდობას.“
„ქცევა არ შემიცვლია, ყოველთვის სერიოზული ვარ.“
„„რეალს“ სირთულეების არასდროს ეშინოდა, არც მაშინ როდესაც მე ფეხბურთელი გახლდით და არც ახლა. დიახ, რთული სეზონი გვაქვს, რომელიც გამოწვევებითაა სავსე, მაგრამ ჩვენ ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ.“
„როდესაც „რეალს“ დავტოვებ, დასანანი არაფერი მექნება, მე მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ, ამიტომ მუშაობა უნდა გვაცადოთ.“
„აზარის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ის კიდევ რამდენიმე მატჩში გამოგვაკლდება, რაც თავისთავად შექმნის პრობლემებს. უნდა ვეცადოთ, რომ სხვა მოთამაშეებით შევავსოთ არსებული დანაკლისი.“
- 30 ნოემბერი 2020
- 9 732
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.