„რეალი“ უკრაინას უბრუნდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო!
მადრიდის „რეალი“ უკრაინაში ბრუნდება. ამ არენაზე 2018 წელს ზინედინ ზიდანის გუნდმა ფინალში „ლივერპული“ დაამარცხა.
ის გახლდათ კრიშტიანო რონალდუს ბოლო დაპირისპირება „მერენგების“ რიგებში.
კარიმ ბენზემას გოლისა და გარეთ ბეილის ბრწყინვალე დუბლის წყალობით, სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეძლო.
შეხვედრა 2018 წლის 26 მაისით თარიღდებოდა.
აღნიშნული სტადიონი ექსპლუატაციაში თითქმის 1 საუკუნის წინ, 1923 წელს შევიდა. პირველი სერიოზული რეკონსტრუქცია და მოდერნიზება 1980 წელს ჩატარდა, ხოლო მეორე 2012 წელს, როდესაც ძირფერსვიანმა სამუშაოებმა უკრაინას ერთ-ერთი შესანიშნავი სტადიონი მისცა.
„შახტარისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 1 დეკემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 29 ნოემბერი 2020
- 1 487
- 23