„შახტარმა“ შიდა ჩემპიონატში იმარჯვა
დონეცის „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატში „დნიპროსთან“ იასპარეზა და მინიმალური ანგარიშით მოიგო...
მატჩს 0-0 დასრულების პირი უჩანდა, მაგრამ 88-ე წუთზე ტეტემ გოლის გატანა შეძლო და დონეცკელებმა 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.
როგორც ხედავთ, „შახტარი“ „ბლანკოსთან“ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.
უკრაინაში მასპინძლებს მოგება მართებთ, წაგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლის შანსს კარგავენ.
შიდა ჩემპიონატში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 23 ქულით, „შახტარი“ მეორე ადგილს იკავებს და კიევოს „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება.
- 29 ნოემბერი 2020
- 595
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.