ბუტრაგენიო:„ფაქტია, რომ გუნდს პრობლემები აქვს“
ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „ალავესის“ შეხვედრა შეაფასა...
„ძალიან სამწუხაროა, რომ მატჩი საშინლად დავიწყეთ. მოულოდნელი პენალტის წყალობით „ალავესი“ წინ გავიდა და ჩვენი გეგმები არია. შემდეგ იყო მეორე გაშვებული გოლი. ვფიქრობ, მეორე ტაიმის მეორე ნახევარში სამეფო კლუბი შეტევაში ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში აღარ გაგვიმართლა და მატჩი დავთმეთ.“
„პრობლემები აშკარაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ესპანეთის შიდა პირველობაზე ბევრი ქულა გვაქვს დაკარგული, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“
„გუნდს ხან კარგი ფაზა აქვს, ხანაც ცუდი, რაც არასტაბილურობის მანიშნებელია. „რეალმა“ მილანში უშეცდომო ფეხბურთი ითამაშა. ეს ხომ რამდენიმე დღის წინ მოხდა? ფაქტია, რომ მეტი შემართება გვმართებს, რესურსი კი ნამდვილად გვაქვს.“
„აზარის ტრავმა ძალიან ცუდი იქნება. ვიმედოვნებ, ბელგიელთან დაკავშირებით არაფერია სერიოზული და მოედანზე დაბრუნებას მალე შეძლებს.“
„რაც შეეხება მსაჯის გადაწყვეტილებებს. პოლემიკა გარდაუვალია.“
- 29 ნოემბერი 2020
- 913
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.