აზარმა „რეალის“ მატჩების მხოლოდ 31%-ში მიიღო მონაწილეობა
ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ გადმოსვლის შემდეგ ფატალურ უიღბლობას განიცდის. ბელგიელ მოთამაშეს ერთ-ერთი ყველაზე ტრავმიანი ფეხბურთელზე, გარეთ ბეილზე უარესი შედეგები აქვს. ალბათ თითოეული მადრიდისტა იოცნებებდა კიდეც იმაზე, რომ აზარმა იმდენი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლოს, რამდენიც უელსელმა დააფიქსირა.
16 თვეა ედენი „ბლანკოსის“ სადარაჯოზე დგას, მაგრამ მან „რეალის“ საერთო თამაშების მხოლოდ 31%-ში მიიღო მონაწილეობა, რაც თავისთავად ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
მიმდინარე სეზონში აზარს 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებულია. მის ანგარიშზე ლა ლიგაში 153 და ჩემპიონთა ლიგაზე 162 წუთია.
- 29 ნოემბერი 2020
- 644
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.