ედენ აზარი ტრავმირებულია - რამდენს გამოტოვებს ბელგიელი?
მადრიდის „რეალის“ ლიდერმა, ედენ აზარმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და „ალავესთან“ მატჩის პირველივე ტაიმში გახდა შესაცვლელი.
წინასწარი დაკვირვების შედეგად, ექიმები ვარაუდობენ, რომ საქმე კუნთის პრობლემასთან გვაქვს, რომლის მოგვარებასაც დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, თუმცა ყველაფერს რეალურ პასუხს სამედიცინო შემოწმება გასცემს, რომელიც ბელგიელს მალე ჩაუტარდება.
უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსთან“ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ბელგიელმა ფეხბურთელმა მერვე დაზიანება მიიღო.
- 29 ნოემბერი 2020
- 2 537
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.