ზიდანი:„მსაჯის გადაწყვეტილებების შეფასება ჩემი კომპეტენცია არ არის“
ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„საბაბის ძებნა ალბათ არ არის საჭირო, ვინაიდან „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე აშკარად ვერ იდგა, თუმცა იყო გარკვეული ასპექტები, რომელმაც ანგარიში განაპირობა. „ალავესის“ კონტრ-შეტევები, რომელიც მეორე ტაიმში განხორციელდა ჩვენი ძალიან აგრესიული შეტევიდან გამომდინარეობდა, ვინაიდან უკანა ხაზში აღარავინ რჩებოდა.“
„მუშაობას გავაგრძელებთ და ვეცდებით დინამიკის შეცვლას. მწვრთნელი მე ვარ და რა თქმა უნდა, პასუხისმგელობას საკუთარ თავზე ვიღებ.“
„ის, რაც მსაჯმა გააკეთა, ჩემთვის შესაძლოა სწორი არ იყოს, მაგრამ რადგან შესაბამისმა კოლეგიამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილებები სწორი იყო, ჩვენი მხრიდან პრეტენზიების გამოთქმა სწორი არ იქნება.“
„ფეხბურთელებთან ერთად გამოსავლის მოძიებას შევეცდები, კონკრეტულ გეგმას აქ ნამდვილად ვერ წარგიდგენთ, რადგან ეს ჩვენი საქმეა, რომელიც გასახდელში რჩება.“
„აზარმა მითხრა, რომ მას კუნთის პრობლემა არ აქვს, თუმცა საბოლოო შედეგები სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. არ ვიცი, რამდენს გამოტოვებს ბელგიელი. მისი შეცვლა რისკის თავიდან აცილების გამო მოხდა.“
„თამაში ძალიან ცუდად დაიწყო, ნაჩოსთვის აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში პენალტი დაინიშნა. როდესაც ასეთი ცუდი სტარტი გაქვს, გეგმები ირევა და ბუნებრივია, რომ ყველაფერი რიგზე აღარ არის.“
„შემდეგ თამაში გაცილებით მეტი კონცენტრაცია და ყურადღება გვმართებს.“
- 29 ნოემბერი 2020
- 5 196
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.