ბოლუდა:„თუ „რეალის“ პრეზიდენტი გავხდები, ბევრ ვარსკვლავს დავიმატებ“
ვისენტე ბოლუდა ღიად აფიქსირებს, რომ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფლორენტინო პერესის პირდაპირი კონკურენტი იქნება. ესპანელი ბიზნესმენი სამეფო კლუბს სათავეში 2009 წლის იანვრიდან ივნისამდე ედგა და როგორც სჩანს, ახლა მრავალწლიანი გეგმის განხორცილებას აპირებს...
„მე ვფიქორბ, რომ ფლორენტინოს მადრიდული ეპოქა დასასრულს უახლოვდება და პრეზიდენტობის დიდი შანსი მაქვს.“
„ჩემი მთავარი დაპირება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კვალდაკვალ აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება იქნება.“
„სამეფო კლუბში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ვფიქრობ, წინა ხაზში კილიან მბაჰეს, მუჰამედ სალაჰისა და ერლინგ ჰოლანდის დამატებით მადრიდელთა ქომაგებს ბეილი-ბენზემა-კრიშტიანოს ტრიო გაახსენდებათ.“
„ფუნდამენტური ცვლილებებია გასაკეთებელი დაცვის ხაზშიც, სადაც სერხიო რამოსმა სამუდამო კონტრაქტი უნდა მიიღოს, თუმცა გუნდმა პარარელურად მის შემცვლელზეც იფიქროს. კაპიტანი მადრიდში იქამდე უნდა დარჩეს, სადამდეც თვლის, რომ საჭიროა.“
- 28 ნოემბერი 2020
- 1 394
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.