„რეალის“ პრეზიდენტობისთვის პერესს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
ფლორენტინო პერესს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 1 ვადით დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და თვლის, რომ „ახალი ბერნაბეუსა“ და ასევე „ახალი გალაქტიკოს“ განხორციელების შემდეგ მისი წასვლის დროც დადგება, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ მანდატის აღება ესპანელ ბიზნესმენს გაუჭირდება...
პერესის კონკურენტად საკუთარ კანდიდატურას ვისენტე ბოლუდა წარადგენს, რომელსაც ძალიან სერიოზული პროექტი აქვს, რაც პირველ რიგში ტრანსფერებს და გუნდის რესურსის გაზრდას უკავშირდება.
ბოლუდა ყველასთვის ნაცნობი ადამიანია. ვისენტე გარკვეული დროის მანძილზე სამეფო კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გახლდათ და ბრწყინვალედ იცნობს „რეალს“. 65 წლის ბიზნესმენი „მერენგების“ სათავეში თვის განმავლობაში იდგა.
ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი 2021 წელს ძალიან ხმაურიან ტრანსფერებს განახორციელებს, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ყველას, რომ შეთანხმებებში ბადალი არ ჰყავს.
- 28 ნოემბერი 2020
- 980
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.