BILD - ალაბასთვის ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო
გერმანული გამოცემების ცნობით, დავიდ ალაბასთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო, მადრიდის „რეალის“ პოზიციები კი მნიშვნელოვნად არის შერყეული.
„ჩელსი“ ალაბას უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე სამეფო კლუბი. ლამპარდი ხვდება, რომ ავსტრიელის სახით ძალიან მაღალი დონის მოთამაშეს დაიმატებს, თანაც უფასოდ, ამიტომ მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა სწორი გადაწყვეტილება იქნება.
Defensacentral იუწყება, რომ ფლორენტინო პერესის პოზიციები „ბაიერნთან“ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად არის შესუსტებული და თუ თავად დავიდი არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას კარიერის ესპანეთში გაგრძელების შესახებ, მისი გამადრიდელება მარტივი არ იქნება.
- 28 ნოემბერი 2020
- 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.