მოდრიჩი „რეალის“ ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტს თამაშობს

დიახ, ლუკა მოდრიჩი ასაკშია. დიახ, ზინედინ ზიდანი მის ალტერნატივებზე მუშაობს. დიახ, ხორვატის ყველა თამაშში გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ციფრები მაინც ყველაფერზე მეტყველებს.

მიმდინარე სეზონში ლუკიტას „რეალის“ სხვა ნახევარმცველებზე მეტი აქვს ნათამაშები.

ლუკას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 821 წუთია, ის აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ფედე ვალვერდეს, რომელიც 810 წუთით იწონებს თავს. 797 წუთი აქვს ნათამაშები კაზემიროს, 687 ტონი კროოსს, 285 ისკოს და 264 ოდეგორს.

ფაქტი ის არის, რომ 35 წლის ლუკა მოდრიჩი ნახევარდაცვაში ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს და ამ სეზონში 2 გოლის გატანაც მოახერხა.

ამ ყველაფრის ფონზე ფლორენტინო პერსს აქვს ბრწყინვალე საფუძველი იმისა, რომ ყველა კითხვა მოხსნას და ნახევარმცველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელს მადრიდში დარჩენის საშუალებას 2022 წლის ზაფხულამდე მისცემს.

  • Bernabeu
  • 28 ნოემბერი 2020
  • 523
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)