„ჩელსი“ რაფაელ ვარანს საოცნებო პირობებს სთავაზობს
ესპანური საინფორმაციო წყაროების ცნობით, რაფაელ ვარანს ლონდონის „ჩელსის“ სახით სერიოზული მსურველი ჰყავს. მეტიც, „არისტოკრატები“ ფრანგ მცველს ხელფასის გაორმაგებულ ოდენობას სთავაზობენ, პირობები კი მართლაც საინტერესოა.
„ლურჯები“ ფრანგ უკანახაზელს მოუწოდებენ, რომ „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, რომელსაც ვადა 2022 წელს ეწურება.
ლამპარდს სურს, რომ ვარანი უფასოდ დაიმატოს, სანაცვლოდ კი 100%-ით გაზრდილი ხელფასი შესთავაზოს.
2022 წლის ზაფხულში რაფაელი 29 წლის იქნება, მის ასაკში ხელფასის გაორმაგება კი ნამდვილად საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს
რა თქმა უნდა, ეს სამომავლო პერსპექტივაა, თუმცა ფაქტია, რომ „არისტოკრატებს“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
- 28 ნოემბერი 2020
- 866
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.