ზიდანის თავსატეხი - კარვახალის შემცვლელი
დანიელ კარვახალი „ალავესთან“ ვერ ითამაშებს, ფეხბურთელს კვლავ პრობლემა აქვს. ამას კი ისიც ემატება, რომ მზად არ არის ალვარო ოდრიოზოლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მარჯვენა მცველის გარეშეა დარჩენილი...
ახლა ზიზუს კვლავ თავსატეხი აქვს. მარჯვენა ფლანგი ან ისევ ლუკას ვასკესმა, ან ნაჩო ფერნანდესმა უნდა ჩაიბაროს, რომელმაც „ინტერთან“ დაცვის ცენტრში ბრწყინვალედ ითამაშა და რაფაელ ვარანთან შესანიშნავი დუეტი შექმნა.
თუ ნაჩეტე მარჯვნივ დადგება და ვასკესის მცველად დაყენებას ზიზუ არ გარისკავს, დაცვის ცენტრში ვარანი-მილიტაოს დუეტის ხილვა მოგვიწევს, რაც სამომავლოდ ისედაც განიხილება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ფრანგი და ბრაზილიელი მცველები ერთმანეთს კარგად ვერ უგებენ.
ერთადერთი რამ, რამაც შესაძლოა ზიდანს ვასკესის ისევ მარჯვენა მცველად დაყენება გაარისკინოს ის არის, რომ „ალავესი“ შეტევაში ძალიან სუსტია და გოლების გატანა უჭირს. ამ გუნდმა ლა ლიგის 10 ტურში მხოლოდ 9-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
- 27 ნოემბერი 2020
- 867
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.