„რეალმა“ „ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანის შეგირდებმა „ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულეს...
სესია კვლავ სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვით წარიმართა.
სერხიო რამოსი აღდგენით პროცესს განაგრძობს, იგივე სიტუაციაშია ფედე ვალვერდეც, რომელიც მიმდინარე წელს დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.
კარანტინში იმყოფება ლუკა იოვიჩი, რომელსაც კოვიდ 19 აღენიშნება და რამდენიმე დღეში ტესტის ჩაბარება მოუწევს.
100%-ით ვერ იტვირთება კარიმ ბენზემა და მისი „ალავესთან“ თამაში დიდი კითხვისნიშნისქვეშ დგას.
დღევანდელ სესიაზე ზიდანმა ყურადღება ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას, პრესინგსა და კარში დარტყმებს დაუთმო.
მეკარეები საკუთარ მწვრთნელთან ერთად ცალკე ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
„ალავესისა“ და სამეფო კლუბის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.
- 27 ნოემბერი 2020
- 526
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.