„რეალი“ ზაფხულში 8 ფეხბურთელს გაუშვებს
მადრიდის „რეალიდან“ ფეხბურთელების გაშვების პროცესი 2021 წლის ზაფხულშიც გაგრძელდება, ვინაიდან პრეზიდენტი პერესი თვლის, რომ ამის დრო ნამდვილად მოსულია...
გუნდიდან 8 ფეხბურთელის წასვლა იგეგმება. ეს ეხება როგორც იჯარით წასულებს, რომელთა კონტრაქტი სრულად იქნება გასხვისებული, ასევე გუნდში ამ ეტაპზე მყოფებსაც.
პირველ რიგში აღსანიშნავია ლუკას ვასკესი, რომლის გუნდიდან გაშვება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სამეფო კლუბს ასევე დაემშვიდობება ისკო ალარკონი და ამის თქმაც გადაჭრით არის შესაძლებელი.
ფლორენტინო პერესი აქტიურად მუშაობს გარეთ ბეილის გაყიდვის საკითხე და მადრიდი აქედანვე ცდილობს, რომ მის მსურველებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს.
აღარ გაგრძელდება ხესუ ვალიეხოს იჯარაც და მისი საკონტრაქტო უფლებები მთლიანად გაიყიდება, იგივე შეეხება ბორხა მაიორალსაც, რომელიც 99%-იანი ალბათობით „რომაში“ დარჩება, ვინადაინ ამჟამინდელ შეთანხმებაშიც დევს აღნიშნული პუნქტი.
ძალიან ბუნდოვანია ნაჩო ფერნანდესის მომავალიც, რომელმაც რამდენიმე მატჩი საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ზიდანი გათვლას ედერ მილიტაოზე აკეთებს, ნაჩეტეს კი მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და „მერენგები“ მის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს მიღებას შეძლებენ.
არ წყდება ჭორები ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს წასვლის შესახებ. ხორვატს კონტრაქტი ეწურება და განახლებაზე სიახლე არ არის, ხოლო ვიცე-კაპიტანი თავად ფიქრობს წასვლაზე. ასევე ბუნდოვანია ლუკა იოვიჩისა და მარიანო დიასის მადრიდული მომავალიც.
- 27 ნოემბერი 2020
- 4 292
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.