"მე მიყვარს ჩემი გუნდი, როგორც - ოჯახი"

მაურინიო: "მადრიდის რეალს ვერავინ შეედრება."

ორშაბათ საღამოს, ჟოზე მაურუნიომ ინტერვიუ ჩაწერა კადენა სერის "ელ ლარგუეროსთან".

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, როგორც - ოჯახი"


"პრეს-კონფერენციამ წყნარად ჩაიარა. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ეს ჩველებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება "რეალ" მადრიდს. ბევრ დიდ კლუბთან მიმუშავია, მაგრამ მადიდის რეალი მთელი სამყაროს ყურადღების ქვეშ არის."

"სურვილმა, რომ მუდამ მომეგო და ვყოფილიყავი საუკეთესო, მომიყვანა ამ კლუბში. ზეწოლას რომელსაც ახლა ვგრძნობ არის მსაგვსი იმისა, რასაც მუდამ ვგრძნობდი. ამას განვიცდი მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მწვრთნელი გავხდი. როდესაც, გაითავისებ იმ აზრს, რომ აღარ ხარ საუკეთესო, მაშინ მზად უნდა იყო , რომ თამაშის დასატოვებლად. ამიტომაც მე მჯერა, რომ საკუთარ თავს უნდა დაატანო ძალა, რათა ბოლომდე გამარჯვებული დარჩე."

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, როგორც - ოჯახი"


"ჩემი გუნდი, ოჯახივით მიყვარს. ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი და ჩვენ ამას გავინაწილებთ. ყველანი უნდა ვიყოთ პატიოსნები. საუკეთესოები ითამაშებენ. შეიძლება იყოს ძალიან ძნელი და ამავე დროს ძალიან ადვილი ჩემთან ერთად მუშაობა. თუ ფეხბურთელის სურვილია, რომ ბეჯითად და კარგად იმუშაოს და ასევე გაითავისებს, რომ გუნდი მასზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ადვილი იქნება. თუ ის იქნება ეგოისტი, მარტო თავის თავზე კონცენტრირებული და მოუთმენელი, მაშინ ეს ძნელი იქნება"

"რეალი კარგი კლუბია. მას ჰყავს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი. ისინი უნდა შეეწყონ იმ იდეებს, რომლებიც მე მომაქვს. სავსებით ნორმალურია, რომ ისეთ გუნდს როგორიც არის "რეალ" მადრიდი, რომელიც მუდამ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ ჰყავს ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელები."

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, როგორც - ოჯახი"


"რეალ მადრიდი სიტი არის მშვენიერი ადგილი სამუშაოდ. მე ველაპარაკე რაულს, როდესაც ის მუშაობდა. ეს დიდი სიამოვნება იყო, რადგან მე აღტაცებული ვარ მისით და მისი შრომით, რომელიც ჩადო მადრიდის "რეალში". ვიმედოვნებ, რომ ის ბედნიერია. ეს არის ის, რასაც მე ვუსურვებდი ასეთ პროფესიონალს და მოხარული ვიქნებოდი მისი მინდორზე დანახვით. "

"მადრიდის რეალი დიდ ყურადღებას ანიჭებს აკადემიას და ფეხბურთელების აღზრდას. იმისთვის, რომ ფეხბურთელმა მიაღწიოს პირველ გუნდს, ის უნდა გადიოდეს პროგრესს, რომელიც მიიღწევა ბევრი შრომით."

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, როგორც - ოჯახი"


წყარო: realmadrid.com

  • ivane
  • 1 ივნისი 2010
  • 2 287
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)