„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
დასვენების დრო არ არის. „ინტერთან“ მომქანცველი მატჩის მიუხედავად, ზიდანმა დღეს სამწვრთნელო სესია დანიშნა.
ფეხბურთელები, რომლებიც მილანში მოედანზე იყვნენ შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ და აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს.
ვარჯიში კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ნორმების დაცვით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იყვნენ კარიმ ბენზემა, ალვარო ოდრიოზოლა და ედერ მილიტაო, რომლებმაც ზიზუს დავალებები შეასრულეს.
გუნდი ხვალ ფინალურ სესიას გამართავს, ხოლო 28 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.
- 26 ნოემბერი 2020
- 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.