ზიდანი ვასკესისთვის 2 წლიან კონტრაქტს ითხოვს
ლუკას ვასკესს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ზიდანი ვასკესისთვის 2 წლიან კონტრაქტს ითხოვს.
მიუხედავად ფრანგის მოთხოვნისა, ფლორენტინო პერესი კონტრაქტის გახანგარძლივებას არ ჩქარობს და თვლის, რომ ვასკესის პოზიციაზე გუნდს ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ახალგაზრდა ვინისიუსი და როდრიგო, რომლებაც მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
ზიდანი ამტკიცებს, რომ ლუკასი უნივერსალია და ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
მიუხედავად ცუდი სტარტისა, ვასკესმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნიზე უკვე 615 წუთი დააგროვა, მან 9 თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
- 26 ნოემბერი 2020
- 1 382
- 15