ზიდანი:,,ჩვენ რამოსისა და კარიმის გარეშე მოვიგეთ"
ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კარგად გვქონდა გაცნობიერებული იმ მატჩის მნიშვნელობა, რომელიც „ინტერთან“ გაიმართა. ეს იყო ფინალი, სადაც „რეალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.“
„თქვენ მე მეკითხებოდით რა გვეშველებოდა სერხიოსა და ბენზემას გარეშე, მაგრამ როგორც ხედავთ, თამაში მოვიგეთ, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი გუნდური სულისკვეთებაა.“
„ბოდიში, რომ პრესკონფერენცია მარადონას საკითხით არ დავიწყე. ის იყო მსოფლიო დონის მოვლენა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო ისტორიაში. დიეგოს ყველა იცნობდა, სპორტის მოყვარულის და საერთოდ არ მცოდნეც. მსურს, არგენტინელის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო. არასდროს დამავიწყდება 1986 წელი, როდესაც არმანდო ბრწყინავდა, მაშინ 14 წლის ვიყავი და ვცდილობდი, რომ მას დავმსგავსებოდი.“
„დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი რთული თამაში გველის. საიდუმლოდ შემიძლია გითხრათ, რომ წინ არსებული კალენდარის გრაფიკი შედგენილი მაქვს და სავარაუდო სცენარსაც ვითვალისწინებ.“
„ლუკას ვასკესმა ძალიან კარგად ბევრი იშრომა, ამ ფეხბურთელს პერსონალურ მადლობას ვუხდი. მჯერა, რომ ის ხშირად გამოგვადგება. ასევე შემიძლია ვისაუბრო ნაჩო ფერნანდესზეც, უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იყო.“
„აზარმა გოლის გატანა შეძლო, ის ეტაპობრივად უმატებს და ნდობას იმსახურებს, ბელგიელი ჩვენი გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდება.“
- 26 ნოემბერი 2020
- 4 292
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.