ჟოზე მოურინიო - ტიტულების კოლექციონერი
ჟოზე მოურინიოზე საუბარი, ნიშნავს ისაუბრა თანამედროვე ფეხბურთში, ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელზე.პორტუგალიელმა დამრიგებელმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო.ალბათ, უნიკალური შედეგია, როდესაც 10 წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული გაქვს მოგებული.
აღნიშნულ სტატიაში, მოკლედ გიამბობთ ჟოზიტოს სამწვრთნელო კარიერაზე.
მაშასადამე, პირველად 1992 წელს გვევლინება მოურინიო მწვრთნელის ამპლუაში.მაშინ, პორტუგალიელი "ბარსელონას" თავკაცის, ბობი რობსონის, ქვეშემრდომი გახლდათ.მიუხედავად წარმატებული ციკლისა, სერ ბობიმ კატალონიელთა დარიგებაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც გუნდში ლუი ვან გაალი მოიყვანეს.ნიშანდობლივია, რომ ამ უკანასკნელმა ჟოზეს მეორე მწვრთნელის პოსტი შეუნარჩუნა.
"ბარსელონას" დარიგებაში, მოუ 2000 წლამდე გაისარჯა, ხოლო ამის შემდეგ კი "ბენფიკას" შემოთავაზება მიიღო და ლისაბონური გუნდის გავწრთნაზე აიღო ვალდებულება.სამწუხაროდ, "წითელ-თეთრებში" მისი მუშაობა ნაყოფიერად ვერ წარიმართა და დანიშვნიდან 4 თვის თავზე, კლუბის დატოვება მოუწია.2002 წლამდე ის "ლეირიუს" ავარჯიშებდა.
სწორედ 2002 წელს მიიწვიეს მოურინიო "პორტუში" და სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამსხვევი სამწვრთნელო კარიერა.ჟოზემ "ლურჯებთან" ერთად ორჯერ პორტუგალიის პირველობა მოიგო, ერთჯერ ქვეყნის თასი, ხოლო თითო-თითოჯერ დაეუფლა უეფასა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებს.
ჟოზეს წარმატებული მუშაობა, თვალთახედვის არედან არ გამორჩენია რომან ამბრამოვიჩს, რომელმაც 2004 წელს სწორედ პორტუგალიელს ანდო "ჩელსის" სადავეები.ლონდონელებთან ერთად, მან 2-ჯერ აიღო ინგლისის პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი, ხოლო ერთჯერ ინგლისის თასი.
2008 წელს, ჟოზიტომ გარემო შეიცვალა და ბრიტანეთიდან აპენინებზე დაიდო ბინა."ინტერში" მუშაობის პირველ წელს, მან დუბლი შეასრულო, ხოლო მეორე წელს ტრიპლეტი.
ახლა უკვე, ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბის დამრიგებლად მოგვევლინა.მას შანსი აქვს გახდეს მწვრთნელი, რომელიც პირველად მოიგებს (მწვრთნელის რანგში) 3 ჩემპიონთა ლიგას, სხვადასხვა გუნდში მუშაობის დროს.
რასაკვირველია, ყველანი დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე, რამეთუ ჟოზე არის "The Special One."
- 1 ივნისი 2010
- 1 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.