„რეალის“ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო - ერლინგ ჰოლანდი!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი აღფრთოვანებულია ერლინგ ჰოლანდის გამოსვლით და ზინედინ ზიდანის დაჯერებას არ აპირებს. მადრიდის „რეალი“ უმთავრეს სატრანსფერო პრიორიტეტად სწორედ ნორვეგიელს განიხილავს...
ჰოლანდმა 20 წლის ასაკში უკვე შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში კი მისი გაჩერება არავის შეუძლია. ერლინგის პროგრამა მინიმუმი თითო მატჩში დუბლია, რაც თავისთავად ყველას აღაფრთოვანებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი 2022 წელს არ დაელოდება და ტრანსფერის სრულყოფას მომდევნო ზაფხულს ეცდება.
მადრიდში ნამდვილად აფასებენ ჰოლანდის შესაძლებლობებს და თვლიან, რომ ის რონალდუს სტილის გოლეადორი გახდება.
- 25 ნოემბერი 2020
- 4 441
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.