4 სუპერ ვარსკვლავი, რომელშიც „რეალი“ 500 მილიონს დახარჯავს!

ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალის“ გეგმის შესახებ წერენ, რომლის განხორციელების ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევრო იქნება...

ერლინგ ჰოლანდი ნამდვილ გოლების მანქანად იქცა. ნორვეგიელი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და ბუნდესლიგაში საერთოდ დუბლის გარეშე არ ტოვებს მოედანს, ის „რეალის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება. კილიან მბაპეს საკითხზე ბევრი საუბარი არ ღირს, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ 2021 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესი ფრანგის სანაცვლოდ „პსჟ“-ს 160 მილიონს შესთავაზებს, ფასის ვარდნას კი ის განაპირობებს, რომ მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი მალე ეწურება.

ასევე ერთ-ერთი ამბიციური ტრანსფერი უნდა გახდეს ედუარდო კამავინგაც, რომლის ფასიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მეოთხე ფეხბურთელი, რომელსაც „ბლანკოსი“ იყიდის ტოპ კლასის მცველი იქნება, ფლორენტინო რამოსის შემცვლელზე უკვე სერიოზულად ზრუნავს. განიხილება დე ლიხტის, უპამეკანოს და კიდევ რამდენიმე მცველის კანდიდატურა.

ტრანსფერების ჯამურმა ღირებულებამ შესაძლოა 500 მილიონ ევროს მიაღწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ 4 ფეხბურთელთან ერთად „მერენგები“ კიდევ აპირებენ მოთამაშეების დამატებას.

  • Hala
  • 25 ნოემბერი 2020
  • 6 281
  • 3

1

25 ნოემბერი 2020 12:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძალიან ბევრი წავა და 200 მილოონს მაქედან ამოიღებენ. 300 მლნ კი უნდა დახარჯონ ნორნალური გუნდი თუ უნდათ

2

25 ნოემბერი 2020 12:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 968
ჰოლანდი თუ იყიდა პერესმა მაშინ ბენზემას რას უშვებიან ან პირიქით.იოვიჩის ბედი არ გაიზიაროს იაზიდ ზიდანის ხელში.მაინც ბენზემა იქნება ან 20-25 წუთს მისცემს ჰოლანდს რაც ძალიან ცოტაა 20 წლის ფეხბურთელისთვის.ისეთი უნდა მოვიდეს რო ძირითადის იგროკად ითვლებოდეს და არა ზამენისთვის.

აქედან გამომდინარე ჰოლანდის მოსვლა ადრეა.მუსტაფას და იაზიდის ფაქტორის გათვალისწინებით.ან დატოვონ 1-2 სეზონით დორტმუნდში ან საერთოდ არ მოიყვანონ და ბავარიამ დაითრიოს.მერე რა რომ რეალის გულშემატკივრები ვართ.ჰოლანდი მაგარი ცოდოა.კატიერას გაიფუჭებს ეს მომავლის ფეხბურთელია
-----------------------
Decimotercero

3

25 ნოემბერი 2020 13:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თუ მოიყვანენ და მართლა ზამენაზე დასვეს საღოლ ზიდანს მაშინ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (173)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)