ლუკა მოდრიჩი:„გადავწყვიტე, რომ მომავალზე ყველაფერი ვთქვა და არაფერი დავმალო“
ლუკა მოდრიჩმა „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის. „ინტერი“ არასახარბიელო მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე, ბოლომდე იბრძოლებს 3 ქულის მოსაპოვებლად.“
„ერთიანობა საბოლოო წარმატებისკენ მიგვიყვარს, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მოსაგებად ვიბრძოლოთ. მიდგომა ისეთია, როგორიც ფინალურ მატჩს შეეფერება.“
„როგორ ვგრძნობ თავს და ვხედავ თუ არა მომავალს მადრიდში? ვფიქრობ, შესანისნავად გამოვიყურები და ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს. გადავწყვიტე მომავალთან დაკავშირებით ღიად ვისაუბრო. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა როგორც კი ახალი ინფორმაცია იარსებებს, აუცილებლად გეტყვით.“
„ტრავმები ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა, ამიტომ უნდა შევეჩვიოთ, რომ მსგავსი პრობლემები მარტივად გადავლახოთ. დიახ, ბევრი უჩვეულო რამ ხდება, მათ შორის სტადიონებზე ქომაგების გარეშე თამაში, მაგრამ ყველაფერი მალე კარგად იქნება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. ჩვენ ბევრი ლიდერი გვაკლია, მაგრამ მაინც მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ.“
„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მთავარ მწვრთნელს და ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან ზიდანი ყველას უყვარს, ფრანგმა ლეგენდამ ბევრი ტიტული მოგვაგებინა და მჯერა, რომ კიდევ ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ ერთობლივი მუშაობით.“
„ნახევარმცველებს ბენზემას გარეშე მუშაობა უჭირთ, ვინაიდან ის ხშირად ჩამოდის ნახევარდაცვაში და ცდილობს მობილური იყოს. მარიანო სხვა სტილის ფორვარდია, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ მეტ ნდობას იმსახურებს და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა. დიასმა „ვილიარეალს“ გაუტანა და თუ „ინტერთან“ ითამაშებს, იქაც აქტიური იქნება.“
„რა თქმა უნდა, მსურს რომ კარიერა მადრიდში გავაგრძელო, რადგან დედაქალაქში თავს შესანიშნავად ვგრძობ. თუ კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ საჭირო ვარ, ახალ კონტრაქტს აუცილებლად მოვაწერ ხელს, სხვა შემთხვევაში კი ახალი კლუბის რიგებში მიხილავთ.“
„მე რომ ვაცნობიერებდე, საკუთარი თავისს რეგრესს, ნამდვილად არ დავრჩებოდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.“
„„რეალს“ არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ბრძოლისუნარიანობა, აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი სირთულის ჩვენს სასიკეთოდ შემოტრიალება შეგვიძლია, მათ შორის არის კონტეს გუნდის წინააღმდეგ თამაშიც.“
„კალენდარი ურთულესია. სანაკრებო მატჩებზე 3-3 შეხვედრის ჩატარება გვიწევს, ამასთანავე შიდა ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფეხბურთელთა ჯანმრთელობას დიდი საფრტხე ემუქრება და რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ საკმაოდ რთულ დროსი ვცხოვრობთ და ფაქტობრივად, 3 დღეში ერთხელ გვიწევს მოედანზე გასვლა.“
„სერხიო რამოსის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი ჩვენ არ გვაწუხებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მადრიდის „რეალის“ უმთავრესი ინტერესი ლეგენდების პატივისცემა და დაფასებაა. ესპანელი გუნდს სჭირდება, აქედან გამომდინარე, მოწოდებითი ნაწილი, რომლებიც ექსპერტების მხრიდან არსებობს აბსოლუტურად უადგილოა. ვიცით, რომ ხელმძღვანელობა და კაპიტანი ერთმანეთში შეთანხმდებიან, ვინაიდან არსებობს საერთო ხედვა და ინტერესები.“
„დიახ, 2018 წელს იყო იმის შანსი, რომ „ინტერის“ რიგებში აღმოვჩენილიყავი, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და მადრიდში დავრჩი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ბედნიერი ვარ.“
„ოდეგორმა საკუთარი თამაშით უნდა ისიამოვნოს, ის უნდა მოეშვას და ეცადოს, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. მარტინს აქვს დიდი ნიჭი, რომლის რეალიზაციასაც ეტაპობრივად ახდენს. სეზონის სტარტს, ნორვეგიელ ნახევარმცველს პრობლემები ჰქონდა, რაც ტრავმებით იყო განპირობებული, ახლა კი გუნდთან ერთად უკვე დიდი ხანია ვარჯიშობს და ვთვლი, რომ საუკეთესო კონდიციას უახლოვდება.“
- 24 ნოემბერი 2020
- 4 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.