"რეალი" სოლდადოს ტრანსფერისაგან სარგებელს მიიღებს
როგორც იცით, 2008 წლის ზაფხულში, მადრიდის "რეალმა" თავისი აღზრდილი, რობერტო სოლდადო, "ხეტაფეში" გაყიდა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ მადრიდული გუნდი ფეხბურთელს 6 მილიონად გაყიდის, აქედან 2 მლნ. "რეალს" უნდა გადაუხადოს, ხოლო თუ 10 მილიონად გაუშვებს სხვა კლუბში, მაშინ "ბლანკოსის" ანგარიშზე 3 მლნ. უნდა ჩარიცხონ.
აღნიშნული სტატია იმიტომ გამოვაქვეყნე, რომ ფაქტიურად გადაწყვეტილია სოლდადოს გუნდიდან წასვლა.ფეხბურთელით, რომელმაც გასულ სეზონში 16 გოლის გატანა მოახერხა, "ვალენსია" და "ატლეტიკო" არიან დაინტერესებულნი.გავრცელებული ხმებით, "ღამურებს" უფრო დიდი შანსი აქვთ რობერტოს გადაბირებისა.
- 1 ივნისი 2010
- 1 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.