ჰანდანოვიჩი:„„რეალთან“ პირველ ფინალს ვითამაშებთ“
„ინტერის“ კიპერმა გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 3 დაპირისპირებაზე ისაუბრა...
„წინ 3 ფინალი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვითარება რადიკალურად შევცვალოთ და მინიმუმ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ.“
„ალბათ მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ მხოლოდ 2 ქულას ვფლობთ.“
„„რეალთან“ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭებს და მგონია, რომ გამარჯვებას შევძლებთ.“
„გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა „ინტერში“ ყველაფერი გაცილებით უკეთაა, ვიდრე თუნდაც 1 თვის წინ.“
„დასკვნებს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ჯგუფური ეტაპი დასრულდება.“
„ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეტოქე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. რთულია „რეალის“ დანაკლისზე საუბარი მაშინ, როდესაც ამ გუნდში არაერთი ტოპ ვარსკვლავი გამოდის.“
- 24 ნოემბერი 2020
- 504
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.