ზიდანი მილანში ბრუნდება
ზინედინ ზიდანი „სან სიროზე“ ბრუნდება.
2016 წლის 28 მაისს, ფრანგმა დამრიგებელმა სწორედ „მილანისა“ და „ინტერის“ საშინაო არენაზე მოიგო პირველი ტიტული „რეალის“ მწვრთნელის რანგში.მაშინ, უაღრესად დაძაბულ ფინალში, „თეთრებმა“ საქმე პენალტების სერიამდე მიიყვაეს, სადაც 5-3 სძლიეს თანაქალაქელ „ატლეტიკოს.“
ოთხნახევარი წლისა და 11 მოგებული ტიტულის შემდეგ, ზიდანი კვლავ ესტუმრება ლეგენდარულ „ჯუზეპე მეაცას.“ ამჯერად, მისი მონაწინააღმდეგე ადგილობრივი „ნერაძური“ იქნება. აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ჯგუფში მხოლოდ და მხოლოდ მე-3 პოზიციას იკავებს, შესაბამისად მომდევნო მატჩებში წარმატების მიღწევა, მეტად მნიშვნელოვანია მადრიდელებისათვის.
ალბათ, ნებისმიერი დამრიგებელი იოცნებებდა ზინედინის დარ შედეგზე - მიჯრით მოგებული 3 ჩემპიონთა ლიგა. არდა, გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში გადაიბარა მანდ გუნდი რაფაელ ბენიტესისგან. ზიზუ მიგელ მუნიოსის კვალდაკვლავ, ყველაზე წარმატებული მესაჭეა კლუბის ისტორიაში.
ზიდანს დასამტკიცებელი არაფერი აქვს, თუმცა ახლა სასწორზე მისი რეპუტაცია დევს. ცხადია, ასეთი წარმატებული მწვრთნელი არ დაუშვებს, რომ მისმა დარიგებულმა გუნმდა ჩ/ლიგის მერვედფინალური საგზური ვერ მოიპოვოს.
MARCA
- 24 ნოემბერი 2020
- 806
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.