„ინტერთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალი“ მილანში გასაფრენად ემზადება. დღეს ზინედინ ზიდანმა მორიგი ვარჯიში გამართა...
სესია სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვით წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ კარიმ ბენზემამ და ალვარო ოდრიოზოლამ დატვირთვა მიიღეს, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებული პროგრამით ვარჯიშობენ.
სერხიო რამოსი აღდგენით პროცესს განაგრძობს, ესპანელის „ინტერთან“ თამაში ვერ მოხერხდება.
აღდგენით პროცესს განაგრძობს ვალვერდეც. ურუგვალი ფეხბურთელი ინტენსიურად ცდილობს საუკეთესო კონდიციაში ჩადგომას.
ვარჯიშზე დიდი ყურადღეა დაეთმო პრესინგს, ბურთის ფლობას, ჯვარედინ გადაცემებსა და კარში დარტყმებს.
ზიდანის გუნდი ხვალ ფინალურ სესიას გამართავს.
- 23 ნოემბერი 2020
- 936
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.