კარლოსი:„მზად ვარ, ნეიმარის სატრანსფერო მოლაპარაკებებში პირადად ჩავერთო“
რობერტო კარლოსი მადრიდის „რეალის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ახალი ბერნაბეუ განსაკუთრებული იქნება. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით მოვირგებდი „რეალის“ მაისურს და ამხანაგურ დაპირისპირებაში „ბლანკოსის“ სხვა ლეგენდებს მოვიწვევდი. ახალ სტადიონზე თამაში ყველასთვის დიდი პატივი იქნება.“
„ტრანსფერებთან დაკავშირებით მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ფლორენტინო პერესი მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ასევე საუკეთესო პრეზიდენტია.“
„ნეიმარი? ვოცნებობ, რომ ბრაზილიელმა „ბლანკოსის“ მაისური მოირგოს. მზად ვარ, პირადად ჩავერთო სატრანსფერო მოლაპარაკებებში, მაგრამ ის ამ ეტაპზე „პსჟ“-ს ეკუთვნის და არ ვფიქრობ, რომ სამეფო კლუბში მოხვედრის შანსი აქვს.“
- 23 ნოემბერი 2020
- 1 670
- 10