ლორენტე: "შემოთავაზება არცერთი კლუბისაგან არ მიგვიღია"

"ვალენსიას" პრეზიდენტმა, მანუელ ლორენტემ, განაცხადა, რომ სილვას ტრანსფერის თაობაზე არცერთი კლუბისაგან არ მიუღია შეთავაზება.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" განზრახული აქვს მარცხენა ფრთის გაძლიერება.ესპანეთის დედაქალაქში ამ საქმის გასაკეთებლად დი მარიას ჩამოყვანას აპირებენ, თუმცაღა ლისაბონური მხარე არგენტინელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს (40 მილიონი ევრო).აქედან გამომდინარე, შესაძლებელია "ბლანკოსის" სამიზნე ანხელიდან დევიდ სილვაზე გადავიდეს.

ესპანური პრესის თქმით, "ღამურები" მზად არიან, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეელიონ ესპანელ ნახევარცმველს.ფაქტიურად ამავეს აცხადებს, გუნდის პრეზიდენტი, "ას"-ზე მიცემულ ინტერვიუში: "ჯერჯერობით, არცერთი კლუბისაგან არ მომსვლია შემოთავაზება.ჭორის დონეზე ვიცი, რომ მადრიდელები არიან დაინტერესებულნი ჩვენი მოთამაშით.რასაკვირველია, თუ იქნება კარგი პირობები და სურვილი, მზადა ვართ გავყიდოთ დევიდი.აქვე მინდა დავსძინო, რომ სილვა საკმაოდ ძვირი ღირს."

მოკლედ, მადრიდელები არჩევანის წინაშე არიან და იმედია, მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამეთუ ზემოდ ნახსენები ფეხბურთელებისათვის, არა ერთი ევროპული გრანდი იბრძვის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)